ბასტილიის აღების დღე

ბუნიათიშვილმა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე უარი გერგიევის გამო თქვა

0 კომენტარი

14 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ეიფელის კოშკთან, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილსაც შესთავაზეს, თუმცა მან უარი ვალერი გერგიევის გამო თქვა, რომელიც კონცერტს დირიჟორობდა.

ხატიას გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მისი დედა ავრცელებს.

"ამით მან გააპროტესტა ის, რომ საფრანგეთში, ადამიანების უფლებების დამცველ ქვეყანაში გერგიევის მოწვევა, რომელმაც ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის, რომელმაც სირიაში იდირიჟორა ასადისთვის - ეს გაუპროტესტა ხატიამ ფრანგებს - როგორ კადრულობს საფრანგეთი, როგორ აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანის უფლებების დამცველ ქვეყანას გერგიევის მაესტროდ მოწვევით", - წერს ნატალია ბუნიათიშვილი.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა. მის გადაწყვეტილებას ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი გამოეხმაურა, რომლის წერილსაც სოციალურ ქსელში მომხმარებელი ლელა გოცირიძე აქვეყნებს.

ბათიაშვილი აღნიშნავს, რომ თავად გერგიევთან 2014 წლის შემდეგ აღარ უკრავს, თუმცა ანიტა რაჭველიშვილის კარგად ესმის.

"ანიტა რაჭველიშვილის ძალიან კერგად მესმის როცა ესეთ სასიამოვნო და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ამ ქართველ გენიალურ მომღერალს თავისი წვლილის შეტანა სურს.საფრანგეთი არა მარტო რუსებს უყვართ!ანიტა რომ ერთერთი ყველაზე გადადებული თანამედროვე პატრიოტი არის ეს მთელმა საქართველომ იცის და დარწმუნებული ვარ რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის ადვილი არ იყო.მე პირადად გამიხარდა რომ სცენაზე მხოლოდ გერგიევი "ენდ ფრენდს"არ იყვნენ არამეტ ანიტაც და სხვა ძვირფასი ევროპელი კოლეგა", - წერს ბათიაშვილი.

ბათიაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ევროპელები მსგავს ღონიშძიებებზე კვლავ იწვევენ გერგიევისნაირ მუსიკოსებს.

"ალბათ,სანამ ევროპელები თავის კანზე რუსეთის აგრესიას არ გამოცდიან, ვერ გაიგებენ რომ ჩვენ, ხელოვნების წარმომადგენლები, პირველ რიგში ადამიანები ვართ, ზოგი სინდისიანი და ზოგი უსინდისო. დასავლეთის კულტურის, თავისუფლების, კომფორტის, ცივილიზაციის და დემოკრატიული წყობის გამოყენება იმისთვის, რომ მერე მხარი დაუჭირო შენ დიქტატორ, ანტი-ევროპელ, ოკუპანტ პრეზიდენტს და მის აგრესიებს - ძალიან დიდი უსინდისობაა. ვიცოდეთ, არ გავჩუმდეთ და გავითვალისწინოთ", - წერს ბათიაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები