სექს რობოტები

კონტროვერსიული სექს რობოტი, რომელიც გაუპატიურების სიმულაციის საშუალებას იძლევა

Mirror.Co.Uk

Roxxxy TrueCompanion-ის ახალმა სექს რობოტმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფუნქციების შეცვლის საშუალებით გაუპატიურების სიმულაცია მოახდინოს, დიდი კრიტიკა გამოიწვია. 

რობოტში დაპროგრამებული პერსონაჟებიდან ერთერთი "ფრიგიდული ფარაა", რომელიც კომპანიის ვებგვერდზე დახასიათებულია, როგორც "თავშეკავებული და მორცხვი" და განსხვავდება "ველური ვენდისა" და "S&M (მონა და ოსტატი) სუზანისგან". თუკი ფრიგიდულ ფარას "ინტიმურა ადგილას შეეხებით, ის არ იქნება მადლიერი და არ გამოგყვებათ".

ვებსაიტზე წერია, რომ რობოტის სხვადასხვა მოდელები მომხმარებლებს მათი ყველაზე ინტიმური სექსუალური ოცნებების რეალიზების საშუალებას აძლევთ.

კიდევ ერთი დაპროგრამებული პერსონაჟი, რომელიც ასევე ძალიან გააკრიტიკეს "ახალგაზრდა იოკოა", რომელიც აღწერილია, როგორც "ოჰ, როგორი ახალგაზრდაა (თითქმის 18 წლის) და გელოდება, როდის შეეხები".

Roxxxy კომპანიის სექს რობოტების მე-9 ვერსიაა, მას შემდეგ, რაც მათ 1990-იან წლებში პირველი პროდუქტი "Trudy" დააარსეს. The New York Times-ის ცნობით, კალიფორნიაში დაარსებული Abyss Creations მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 600-მდე ჰიპერ-რეალისტურ სექს სათამაშოს ყიდის. 

დიდი ბრიტანეთის ინოვაციური კომპანიის Nesta-ს ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ გამოკითხული ახალგაზრდა ადამიანების მეოთხედი ნაწილი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იქნებოდა რობოტთან ურთიერთობით. 

პროფესორი შარქი ეცადა გამოეკვლია, რა ზემოქმედებას მოახდენდნენ რობოტები სექსუალურ დანაშაულებზე. 

"ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ სჯობს რობოტები გააუპატიურონ, ვიდრე ნამდვილი ადამიანები. არსებობს სხვა ადამაინებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი რობოტები გაუპატიურებების რიცხვს გაზრდის. რობოტებს არ აქვთ ემოციები. შენ გიყვარს არტეფაქტი, რომელსაც შენი სიყვარული არ შეუძლია და ეს არის სევდიანი ამ ამბავში,"- ამბობს შარქი. 

ლორა ბეიტსი, Everyday Sexism-ის დამფუძნებელი, New York Times-თან ინტერვიუში "ფრიგიდული ფარას" იდეას აკრიტიკებს და ამბობს, რომ გაუპატიურება არ არის სექსუალური ვნება, ის ძალადობრივი დანაშაულია. მისი განმარტებით, მისცე მოძალადეებს ნაკლებად სახიფათო სათამაშო, რომელზეც იძალადებენ, არასწორია. ბეიტსის თქმით, ეს იგივე იქნებოდა, რომ მკვლელებისთვის მკვლელობის სიმულირების საშუალება მიგვეცა. 

"რობოტების შემქმნელები უსიცოცხლო სექსს კი არ ყიდიან, არამედ ქმნიან ნამდვილ ქალებს, რომლებსაც აქვთ ყველაფერი, გარდაა ავტონომიისა,"- წერს ბეიტსი. 

კომენტარები