ჩესტერ ბენინგტონი

Linkin Park-ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

0 კომენტარი
ფოტო: WENN.com

Linkin Park-ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ TMZ-ი ავრცელებს.

სამართალდამცველებმა სააგენტოსთან საუბრისას თქვეს, რომ ბენინგტონი ლოს ანჯელესში, ამერიკის დროით დილის 9 საათზე, თავის სახლში თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს. 

ჩესტერ ბენინგტონს ორი ქორწინებიდან ექვსი შვილი ჰყავდა.

მომღერალი წლების განმავლობაში იყო დამოკიდებული ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე. ერთერთი ინტერვიუსას მან თქვა, რომ ერთხელ სუიციდი სცადა, რადგან პატარაობისას უფროსმა მამაკაცმა გააუპატიურა.

ჩესტერი ძალიან ახლოს იყო კრის კორნელთან, რომელმაც ასევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 2017 წლის მაისში. დღეს კი, კორნელის 53-ე დაბადების დღე უნდა ყოფილიყო. კორნელის სუიციდის დღეს, ჩესტერმა მას ღია წერილი დაუწერა.

ჩესტერ ბენინგტონი 41 წლის იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები