საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერი

საზმაუ წითელი ჯიპების შესაძენად მილიონ ლარიან ტენდერს აცხადებს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მსუბუქი ავტომობილების, კერძოდ ჯიპების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო საწყისი ღირებულებულება 1 007 665 ლარია. 

ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანებს 5 კარი უნდა ჰქონდეთ (ერთი - მძღოლის, სამი - მგზავრების და ერთიც საბარგულის კარი), ხოლო ავტომომანქანების ფერი წითელი უნდა იყოს, რადგან საზმაუს ბრენდის კორპორატიული ფერის გათვალისწინებით, "დაუშვებელია სხვა ფერის ავტომობილების შემოთავაზება".

ტენდერში წინადადებების მიღება 18 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღეში უნდა გადასცეს ავტომობილები, რომლებიც ასევე პირობებიდან გამომდინარე სრულიად ახალი უნდა იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ავტომობილი ექსპლუატაციაში ნამყოფი, ხოლო მათი გამოშვების წელი 2017 უნდა იყოს. 

იმავე პირობების გათვალისწინებით, ავტომობილებს 5-წლიანი გარანტია უნდა ჰქონდეთ ძირითად აგრეგატებზე, როგორიცაა ძრავა, ხიდი და გადაცემათა კოლოფი. 

"3 წელი ან 150 000 კილომენტრი [რომელიც ადრე შესრულდება] სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა [ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი]".

ტენდერის დამატებითი პირობები იხილეთ თანდართულ ფოტოებზე:









კომენტარები