ქრთამის აღება

თელავში თემის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ello.org

სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სამსახურმა თელავში თემის საკრებულოს წევრი ზაზა ზაზაშვილი დააკავა.

როგორც ტაბულას სუს-ში განუცხადეს, დაკავების შესახებ 16:30-ზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაზაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ზაზაშვილს უცხოელი მოქალაქისგან 15 ათასი ლარის აღებას ედავებიან.

კომენტარები