ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

მარნეულში ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი იქნება

ევროპული საქართველო

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი დაასახელა. პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ მოსახლეობას აჰმედ იმამკულიევი წარუდგინეს.

პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო. ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება - მარნეულში პენსია 25 ლარით მოიმატებს.

კომენტარები