ე.წ. ქართველთა მარში

ბრეგაძე: მერიამ კონტრაქციის სანქცია გაგვიუქმა, მაგრამ მაინც გავმართავთ, დაგვარბიონ

KVIRA.GE

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, რომელიც ე.წ. ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ მერიამ მათ ხვალინდელი კონტრაქციის სანქცია გაუუქმა. ბრეგაძე ინტერპრესნიუსს ესაუბრა.

ბრეგაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გია კორკოტაშვილს დაურეკა. სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ, მიუხედავად ამისა, ევროპულ საქართველოს კონტრაქციას მაინც გაუმართავენ.

"ჩვენ აუცილებლად გავმართავთ ამ აქციას და ხელისუფლება აუცილებლად მოაწყობს 7 ნოემბერს. აუცილებლად დაგვარბევენ, აუცილებლად დაგვაპატიმრებენ. ჩვენ მზად ვართ დაგვაპატიმრონ და დაგვარბიონ, რადგან ჩვენ ნაცჯალათებს არ გავატარებთ აღმაშენებლის გამზირზე", - თქვა ბრეგაძემ.

ევროპული საქართველო ე.წ. ქართული მარშის საწინააღმდეგო აქციას "არა რუსულ ფაშიზმს" ხვალ, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე მართავს.

კომენტარები