ე.წ. ქართველთა მარში

საპატრიარქო ევროპულ საქართველოს და ე.წ. ქართველთა მარშს: აქციები არ გამართოთ

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ევროპულ საქართველოსა და ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორებს მოუწოდებს, დღეს დაგეგმილი აქციები არ გამართონ.

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა.

მოვუწოდებთ "ქართული მარშის" და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის"  ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები სოფელ სნოში პატრიარქ ილია მეორეს ხვდებიან.

ევროპული საქართველო აღმაშენებლის გამზირზე 20:00 საათზე ე.წ. ქართული მარშის საწინააღმდეგო აქციას - "არა რუსულ ფაშიზმს" მართავს. 

ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, კონტრაქციას მართავს ე.წ. ქართული მარში. პატრიარქთან შეხვედრის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები