ტერაქტი

პაკისტანში აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა პოლიციელია

ARIF ALIARIF ALI / AFP

პაკისტანში ქალაქ ლაჰორში აფეთქების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. მათი უმეტესობა პოლიციელია. Telegraph-ის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქის ცენტრში, ტექნო პარკთან აიფეთქა. 

Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე სამართალდამცველები იყვნენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები