NDI-ის კვლევა

NDI: 31% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 31% - სწორი

benjielayug.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 35% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება 31% კი ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 

ამ კითხვას NDI 2009 წლიდან სვამს, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის განწყობები მკვეთრად შეიცვალა. მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი 2011 წლის თებერვალში ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.


ფოტო: NDI

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები