NDI-ის კვლევა

NDI: თბილისში ხუთჯერ მეტია მთავრობით უკმაყოფილო ვიდრე კმაყოფილი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ქვეყანაში მთავრობის საქმიანობას ცუდად 35%, დადებითად კი 10% აფასებს. გამოკითხულთა 52% კი მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს.

თბილისში კი 4.9-ჯერ მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა ვინც მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა ვიდრე კმაყოფილი. დედაქალაქში მთავრობის საქმიანობას 39% ცუდად, 8% დადებითად 51% კი საშუალოდ აფასებს. 

რეგიონებში მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა მოსახლეობის 36%, კმაყოფილი 10%. მთავრობის საქმიანობას კი 50% საშუალოდ აფასებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები