NDI-ის კვლევა

NDI: 58%-ის აზრით, მის ადგილობრივ თვითმმართველობაში პროფესიონალიზმის პრობლემაა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მის ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის პრობლემაა. 27% არ ეთანხმება, ხოლო 15%-მა არ იცის. 

მოსაზრებას, "ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს", NDI-ის გამოკითხულთა 46% ეთანხმება, 30% - არ ეთანხმება, 24%-მა არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 35% ფიქრობს, რომ მის ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემაა. 38% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 26%-მა არ იცის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები