NDI-ის კვლევა

NDI: თბილისის მერიის საქმიანობით სამჯერ მეტი უკმაყოფილოა ვიდრე კმაყოფილი

მერია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, თბილისის მერიის საქმიანობით 3.3-ჯერ უფრო მეტი უკმაყოფილოა ვიდრე კმაყოფილი.

დედაქალაქში კითხვაზე "როგორ შეაფასებდით ადგილობრივი მთავრობის საქმიანობას" პასუხები ასე გადანაწილდა: ცუდად - 37%, კარგად - 11%, საშუალოდ - 49%, არ ვიცი - 4%.

რაც შეეხება მთლიანად ქვეყანას, მოსახლეობის 28% ადგილობრივი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 52% საშუალოდ, 16% კი კარგად. ეს კი ნიშნავს, რომ თბილისში დანარჩენ ქვეყანასთან შედარებით მოსახლეობა ადგილობრივი მთავრობის საქმიანობით უფრო უკმაყოფილოა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები