NDI-ის კვლევა

NDI: ევროკავშირი - 62 %, ევრაზიული კავშირი - 23%, არც ერთი - 8%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, ხოლო 23% - ევრაზიულ კავშირს ემხრობა. კვლევაში მონაწილეთა 8% არც ერთს არ ეთანხმება, ხოლო 6%-მა არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 77%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო 66%-სთვის NATO-ს წევრობაა მისაღები.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები