ანა დოლიძე

ანა დოლიძე: პარლამენტის თავმჯდომარე უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი", - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტის რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ.

"სამწუხაროდ ის არის ქართული პოლიტიკის შარიკოვი, რომელიც გარკვეული ვითარების გამო მოხვდება თანამდებობაზე და შემდეგ შეურაცხყოფას აყენებს გარშემო ყველას", - თქვა დოლიძემ.

სესიაზე ირაკლი კობახიძესა და ანა დოლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის მოტივიერებულ შენიშვნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძის გამოსვლა "თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და ღირსებას მოკლებული კრიტიკით იყო სავსე".

"ქალბატონო ანა, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე და შესაბამისი ეთიკის ნორმები უნდა დაიცვათ, რაც შეეხება შეურაცხყოფებს, მაგალითები უნდა მოიყვანოთ" - მიმართა კობახიძემ დოლიძეს.

ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ანა დოლიძე საჯარო მოხელეა და პოლიტიკოსებზე არ უნდა ისაუბროს.

კომენტარები