NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს - ოცნება 27%, ენმ - 8%, ევროპული საქართველო - 3%

0 კომენტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, კითხვაზე, "ხვალ რომ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", შემდეგ პასუხებს იძლევა:

  • არ ვიცი - 35%
  • ქართული ოცნება - 27%
  • ენმ - 8%
  • ევროპული საქართვლო - 3%
  • სხვა - 7% (რესპუბლიკელების, პატრიოტთა ალიანსის, კონსერვატორების, ფორუმის, მრეწველების და სხვების გაერთიანებული მაჩვენებელი)
  • არცერთი პარტია - 5%
  • უარი პასუხზე - 15%

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები