ავარია

ბარსელონაში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად 48 ადამიანი დაშავდა

EPA

ბარსელონაში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად სულ მცირე 48 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთაგან 18 საავადმყოფოშია გადაყვანილი, 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელმა სადგურზე გაჩერება ვერ მოახერხა და პლატფორმას შეეჯახა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 07:15 საათზე მოხდა.

სადგურზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები