დღეს, ლეგენდარულ დიზაინერს, Yves Saint Laurent-ს 80 წელი შეუსრულდებოდა.
დიზაინერმა მოდის სახლი, Yves Saint Laurent, 1961 წელს, თავის პარტნიორ, პიერ ბერჟთან ერთად ჩამოაყალიბა და ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია.
Yves Saint Laurent პირველი იყო, ვინც ქალის სმოკინგები შექმნა, ასევეის ერთადერთი დიზაინერია, რომელსაც მეტროპოლიტენის მუზეუმმა სიცოცხლეშივე მიუძღვნა პერსონალური გამოფენა.