შსს

შსს-ს სავარაუდოდ "ჩაწყობილი" ტენდერი სკამების შესყიდვაზე

Getty Images

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის სამსახურის შეფასებით, უწყების მიერ ჩატარებულ ტენდერებში რიგი დარღვევებია, რის მაგალითადაც მოყვანილია ისეთი შესყიდვები, როდესაც საქონლის ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას მითითებულია ისეთი პარამეტრები, რომელთა მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

მაგალითად, გორგოლაჭებიანი სკამების 45 ათას ლარიან ტენდერში სააგენტომ სატენდერო მოთხოვნებში მომწოდებლებს ძალიან დეტალური მოთხოვნები წაუყენა:

  • სკამის სიმაღლე - 101 სანტიმეტრი
  • სკამის სიგანე - 60.5 სანტიმეტრი
  • სკამის სიღრმე - 56 სანტიმეტრი
  • დასაჯდომის სიგანე - 50 სანტიმენტრი
  • დასაჯდომის სიღრმე - 48 სანტიმენტრი
  • საზურგის სიგანე - 48 სანტიმეტრი
  • საზურგის სიმაღლე - 49 სანტიმეტრი
  • ფეხის ვარსკვლავის დიამეტრი - 64 სანტიმეტრი
  • ფეხის ვარსკვლავის სიმაღლე - 20 სანტიმეტრი
  • სახელურის სიმაღლე - 28 სანტიმეტრი
  • სახელურის სიგანე - 32 სანტიმეტრი

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს "ნოვი სტილი ჯორჯიამ", რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სატენდერო წინადადების ღირებულებით 45.7 ათასი ლარი.

პირადი ჰიგიენის საგნების შეძენის მიზნით 2015 წლის 28 თებერვალს სააგენტომ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 66.7 ათასი ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით საქონლის ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას მითითებული იყო საკმაოდ დეტალური მოთხოვნები:

ქაღალდის რულონი:

  • სიგანე აუცილებლად - 10 სმ
  • სიგრძე -22მ
  • დიამეტრი - 11სმ
  • შიდა დიამეტრი - 5სმ
  • წონა - 95 კგ

ხელსახოცის რულონი

  • სიგანე აუცილებლად - 21 სმ
  • სიგრძე - 150 სმ
  • დიამეტრი - 19სმ
  • შიდა ღერძის დიამეტრი - 3,5-3,8 სმ

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს "ვი დი ჯი გრუპმა", რომლის მიერ შეთავაზებული საქონლის პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს. პრეტენდენტმა კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სატენდერო წინადადების ღირებულებით 61.9 ათასი ლარი. სააგენტოსა და შპს "ვი დი ჯი გრუპს" შორის 2015 წლის 20 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 61.9 ათასი ლარი 

კომენტარები