მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება

neweurope.eu

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში, ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სააკაშვილი სიტყვითაც გამოვიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მან საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა rmf24-თან ინტერვიუც ჩაწერა. სააკაშვილის თქმით, ის არ დათმობს უკრაინის რეფორმირების გეგმას, თუმცა, ის არ ამჟღავნებს, როგორ აპირებს ამის გაკეთებას უკრაინის მოქალაქეობის გარეშე. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის უკრაინაში აუცილებლად დაბრუნდება.

"მე ვარ პარტიის ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამომართვა. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც უკრაინელი საზოგადოება მიიღებს, ასე რომ, მე დავბრუნდები უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს არ უნდოდა, აშშ დამეტოვებინა, მე დღეს პოლონეთში ვარ. აშშ-ში შევიტყვე უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ და დაუყოვნებლივ გამოვფრინდი ვარშავაში. ასევე შეხვედრებს გავმართავ სხვა ევროპულ ქალაქებში. ვარშავა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. უკრაინელების უმრავლესობისთვის პოლონეთი მოდელია. ჩვენთვის თქვენ ხართ ზესახელმწიფო ევროპაში. უკრაინას სურს, რომ იყოს თქვენსავით ძლიერი", - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები