ჰოლანდიელი ფოტოგრაფის ფოტოსესია „იმავე მზის ქვეშ“ ტანზანიაში გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ალბინოსების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ტანზანიაში ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით მეტი ალბინოსი იბადება. ოფიციალურად იქ 7000-მდე ალბინოსია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში აღურიცხავ ალბინოსთა რაოდენობა 17 ათასს აღწევს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ალბინოსები ტანზანიაში ბოროტების განსახიერებად მიაჩნიათ. ცრურწმენების გამო მრავალ ახალშობილ ალბინოსს საკუთარი მშობლები კლავენ.