ნარკოდანაშაული

შსს: სოფელ ფონიჭალაში დავაკავეთ პირი, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა

სამართალდამცველებმა სოფელ ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს მტკიცებით, 1987 წელს დაბადებული ე.ჯ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

"პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)" - აცხადებს შსს.

კომენტარები