ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მანანა ქველიაშვილი / ნეტგაზეთი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. გაზგასამართ სადგურში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა, რის შემდეგაც, ცეცხლი მიმდებარე სახლებზე გადავიდა.

ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ მათგანს 90%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მათ შორის, დამწვარი აქვს სასუნთქი გზებიც. 

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება დაადგენს, ცეცხლი გაზგასამართი სადგურის აფეთქებამ გამოიწვია თუ არა. უწყებამ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას. 

კომენტარები