ბრიჟიტ მაკრონი

ბრიჟიტ მაკრონმა მისი და ემანუელ მაკრონის ასაკობრივ სხვაობაზე პირველად ისაუბრა

CNN.com

საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჟიტ მაკრონმა ELLE France-ს ინტერვიუ მისცა, სადაც პირველად ისაუბრა მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ასაკობრივ სხვაობაზე.

ბრიჟიტ და ემანუელ მაკრონების ურთიერთობა 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც ბრიჟიტი ლექტორი იყო, ემანუელ მაკრონი კი, მის ლექციებს ესწრებოდა. ახლა საფრანგეთის პირველი ლედი 64 წლისაა, პრეზიდენტი კი 39-ის. ბრიჟიტის თქმით, მისი ქმრის ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ მასზე ახალგაზრდაა.

საფრანგეთის პირველი ლედი Elle-თან ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ თუ ის არჩევანს ემანუელ მაკრონზე არ გააკეთებდა, მისი ცხოვრება არასდროს იქნებოდა სრულყოფილი და ბედნიერი.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მივირთმევთ საუზმეს ყოველ დილით, მე ჩემი ნაოჭებით, ის კი თავისი სიჯანსაღით. ეს ყველაფერი ასეა" - ამბობს ბრიჟიტ მაკრონი.

ბრიჟიტს ემანუელთან შეხვედრისას სამი შვილი ჰყავდა, მისი თქმით, ის მხოლოდ საკუთარ შვილებზე ფიქრობდა, მაგრამ იმისთვის რომ სრულყოფილად ეცხოვრა, სიყვარულიც სჭირდებოდა. პირველი ლედის თქმით, მათი ასაკობრივი სხვაობა სრულიად უმნიშვნელოა.

"როდესაც ვკითხულობ ჩვენს ურთიერთობაზე, მგონია, რომ სხვების ისტორიას ვკითხულობ. ჩვენი ამბავი ძალიან უბრალოა".

ბრიჟიტ მაკრონის სრული ინტერვიუ ELLE France-თან დღეს, 18 აგვისტოს გამოვა.

კომენტარები