კუკავა-ბურჯანაძის ალიანსის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება

საზოგადოებრივი მაუწყებელი

2017 წლის თბილისის მერის არჩევნებზე, კუკავა-ბურჯანაძის ალიანსის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი კენჭს დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის.

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერებმა ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობასთან ალიანსის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

თავისუფალი საქართველოს განცხადებით, ალიანსის წევრად განიხელებოდა პატრიოტთა ალიანსიც, თუმცა მათ 16 აგვისტოს, საკუთარ კანდიდატად ირმა ინაშვილი დაასახელეს. თავისმხრივ, პატრიოტთა ალიანსი ბურჯანაძესთან გაერთიანებას გამორიხავს, თუმცა ინაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ბურჯანაძეს მისთვის უნდოდა დაეჭირა მხარი, ამისთვის არც ახლა არის გვიან.

კანდიდატების წარდგენის დროს, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანება აუცილებელია და კონსულტაციებისთვის კარი ჯერ ღიაა.

კომენტარები