ხანძარი

კვირიკაშვილმა, სოფელ დაბაში ხანძრის ლიკვიდირებისთვის, საგანგებო შტაბი შექმნა

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. 

მათივე ცნობით, საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. 

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი.

კომენტარები