ხანძარი

მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დახმარებისთვის რუსულ მხარეს მიმართა

Eto Merebashvili / Facebook

მთავრობის ადმინისტრაცის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ტაბულასთან საუბარში უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარებისთვის ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს მიმართა. 

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისსას განაცხადა, რომ საქართველომ დახმარებისთვის "მის ყველა მეზობელს მიმართა," თუმცა როგორც ირკვევა აღნიშნული განცხადება გადაჭარბებულია და სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც საქართველოს რუსეთისთვის არ მიუმართავს.

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული.

ბორჯომში ხანძარი კვირას გაჩნდა. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა. ხანძარის ფართობი 12 ჰექტარია. 

კომენტარები