სარკინიგზო ავარია

ფილადელფიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 42 ადამიანი დაშავდა

AP

პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიასთან მატარებლების შეჯახების შედეგად 42 ადამიანი დაშავდა. მათგან 4-ს სერიოზული ტრავმები აქვს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ჩქაროსნული მატარებელი რკინიგზის სადგურზე მდგარ ცარიელ მატარებელს შეეჯახა.

სარკინიგზო ავარიის მიზეზზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები