მუსიკა

სასიხარულო ამბავი Arctic Monkeys-ის ფანებისთვის - ბენდის ალბომი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა

Press

Arctic Monkeys-ის მსმენელებისთვის 4-წლიანი ლოდინის შემდეგ, სასიხარული ამბავი გვაქვს. ბენდის ახალი ალბომი, სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს გამოვა. 

AM-ის ფანმა უილ ფრანკომ ინსტაგრამზე ბენდის დრამერ მეტ ჰელდერსთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მასთან ილაპარაკა. კომენტარებში კი ფრანკოს ჰკითხეს, ისაუბრეს თუ არა ბენდის ახალ ალბომზე, რაზეც მან უპასუხა, რომ "კი, დიდი ალბათობით, ის წლის ბოლოს გამოვა".

Arctic Monkeys-ის ბოლო ალბომი AM, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, თითქმის ყველა ქვეყანაში ბენდის ყველაზე წარმატებულ ალბომად ითვლება. ალბომის გამოშვების შემდეგ, ფრონტმენი ალექს ტერნერი თავისი პროექტის Last Shadow Puppets-ის მეორე ალბომზე მუშაობას დაუბრუნდა. 

კომენტარები