ცეცხლის გარკვეულ მონაკვეთებზე ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მასშტაბი დიდი რჩება

საგანგებო შტაბი

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს. შტაბის ცნობით, სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.

"ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა, მეხანძრეები და მაშველები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის მანძილზე გააგრძელებენ. დილიდან კი ცეცხლის კერების სალიკვიდაციო ოპერაციაში კვლავ ავიაცია ჩაერთვება. აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ გამოგზავნილ ვერტმფრენებს, თურქეთიდან გამოგზავნილი სპეციალური სამაშველო თვითმფრინავი და ბელორუსული ვერტმფრენიც შეუერთდება.

შტაბის წევრები იღებენ ინფორმაციას ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში უკვე გაიგზავნა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები