ხანძარი

პატრიარქმა ხანძრის საგანგებო შტაბში პარაკლისი გადაიხადა

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი გადაიხადა და მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები, მეტყევეები დალოცა. პატრიარქის თქმით, ის რაც ბორჯომში ხდება "არ არის ეროვნული ტრაგედია, ეს არის მოვლენა, რომელიც ყველგან ხდება და მასთან ბრძოლა ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი"


ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

კომენტარები