ჰომოფობია

უფლებადამცველი: ლევან ბერიანიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემეს, ის დაკავებულია

ლევან ბერიანიძე

უფლებადამცველი ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელ დირექტორს ლევან ბერიანიძეს ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ის დააკავეს. ბოლქვაძის თქმით, ბერიანიძესთან ერთად თანასწორობის მოძრაობის კიდევ ერთი წევრია დაკავებული. 

ბოლქვაძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, ზუსტად რა მოხდა, რადგან ბერიანიძეს, სავარაუდოდ, მობილური ჩამოართვეს, რა დროსაც ის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა უფლებადამცველს. მისივე თქმით, ბერიანიძე თავად სამართალდამცავებს არ უცემიათ, თუმცა მათ ძალადობის აღმოფხვრისათვის ზომები არ მიუღიათ. 

ამ დროისთვის ლევან ბერიანიძესა და მის თანხმლებ პირთან შესვლას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ცდილობს. 

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზეს. 

კომენტარები