დრონი

დრონებს რეგულაციები უწესდებათ - დასაშვებზე მაღლა ფრენას ნებართვა ესაჭიროება

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

2017 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება, რომლის მიხედვითაც დრონების მფლობელებს რიგი ახალი რეგულაციები უწესდებათ. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში 122 მეტრზე მაღლა ფრენა იკრძალება, ამაზე მაღლა ფრენისთვის დრონის მფლობელებს სააგენტოს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ. ასევე იკრძალება შენობებთან 50 მეტრზე ახლოს ფრენა, თუ დრონის მფლობელი წინასწარ არ აიღებს ამისთვის ნებართვას. ასევე იკრძალება დრონით აეროპორტებიდან 6 კილომეტრის რადიუსში ფრენა და დრონით ადამიანის გადაყვანა.

რეგულაციები, რომლებიც დრონებს უწესდებათ:

  • დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდით საქართველოს საზღვრის გადაკვეთა სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.
  • ფრენის მაქსიმალური სიმაღლე - 400 ფუტი (122 მეტრი) მიწის ზედაპირიდან
  • ფრენის მაქსიმალური სიჩქარე - 160 კმ/სთ.
  • აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდით ადამიანის გადაყვანა.
  • დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდიის ექსპლუატაცია ღია ზღვის თავზე სმმ-ს შესაბამისი ორგანოს თანხმობის გარეშე
  • ფრენის მართვა ხორციელდება იმ რადიოსიხშირეებზე, რომლებიც საავიაციო დიაპაზონის სიხშირეებისაგან განსხვავდება.
  • 5 კგ-ზე დიდი დრონის მართვა დაუშვებელია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვის გარეშე.
  • უპილოტო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება იურიდიული პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი.
  • უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5- ციფრიანი ნიშანი.
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექპლუატაცია ხორციელდება პირის ან პირთა ჯგუფის თავზე ან ნებისმიერი პირისგან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პირი ან პირთა ჯგუფი ასრულებს ექსპლუატანტის მითითებებს და იმყოფება ექსპლუატანტის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ამ ნორმის მოთხოვნა არ სრულდება, მაშინ ფრენას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა ესაჭიროება.
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება საქართვლოს აეროდრომებიდან არანაკლებ 6 კილომეტრის დაშორებით. თუ ამ ნორმის მოთხოვნა არ სრულდება, მაშინ ფრენას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა ესაჭიროება.
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება საავტომობილო ან სარკინიგზო გზების თავზე და/ან მის გასწვრივ არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით. თუ ამ ნორმის მოთხოვნა არ სრულდება, მაშინ ფრენას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა ესაჭიროება.
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება შენობა-ნაგებობიდან ჰორიზინტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატანტი ამ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა ან მიღებული აქვს თანხმობა აღნიშნული შენობა- ნაგებობის მესაკუთრისგან.
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაკომპლექტებელი ნაწილები არის ქარხნული წარმოების და არ არის მოდიფიცირებული. თუ ამ ნორმის მოთხოვნა არ სრულდება, მაშინ ფრენას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა ესაჭიროება.
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 25 კილოგრამს. თუ ამ ნორმის მოთხოვნა არ სრულდება, მაშინ ფრენას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა ესაჭიროება.
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება არაუმეტეს 54 კმ/სთ (15 მ/წმ) სიჩქარისა. თუ ამ ნორმის მოთხოვნა არ სრულდება, მაშინ ფრენას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა ესაჭიროება. მაქსიმალური სიჩქარე კი 160კმ/სთ-ია.
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდიდან არ ხორციელდება საგნების გადმოყრა და ნივთიერებების გაშხეფვა. თუ ამ ნორმის მოთხოვნა არ სრულდება, მაშინ ფრენას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა ესაჭიროება.
  • 14 წელს მიუღწეველი პირისთვის დისტანციურად მართვადი უპილოტო საჰაერო ხომალდის ღია კატეგორიაში ექსპლუატაცია დაშვებულია სრულწლოვანი პირის ზედამხედველობის ქვეშ.
  • განმცხადებელმა დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციისთვის თანხმობის მიღების შესახებ სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად.
  • რეგისტრაციისთვის აუცილებელია განმცხადებლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით (იურიდული პირის შემთხვევაში);
  • რეგისტრაციისთვის აუცილებელია იმ პირი(ები)ს ჯამრთელობის ცნობა – ფორმა 100, რომლებმაც უნდა განახორციელონ უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია;
  • რეგისტრაციისთვის აუცილებელია მწარმოებლის მიერ გამოცემული „უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენების შესრულების ინსტრუქციის“ ასლი ასეთის არსებობის შემთხევაში;
  • რეგისტრაციისთვის აუცილებელია ფრენისთვის/ფრენებისთვის განკუთვნილი არის გეოგრაფიული კოორდინატები და ფრენის განხორციელების სიმაღლეები;
  • 25 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური მომსახურების რეგლამენტი (პროგრამა).

რეგულაციის სრული სიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები