აბასთუმანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტყეში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს.
ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს ერთი ვერტმფრენი და 1000-მდე ცოცხალი ძალა. ელოდებიან დამატებით ბრიგადებს, მათ შორის, სახანძრო თვითმფრინავს - უკრაინიდან.