ხანძარი

ივანიშვილს 6 სამაშველო ვერტმფრენი ავღანეთსა და აფრიკაში აქვს გაქირავებული

ტაბულა

აბასთუმნის ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დროისთვის ირანული, უკრაინული, თურქული და ქართული ავიაცია ებრძვის. ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს მთავრობამ დახმარება თხოვა მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსაც, აღნიშნული ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა აზერბაიჯანული, თურქული და ბელორუსული ავიაცია. სამაშველო პრეოცესში საქართველომ 27 აგვისტოს Mi 8 ტიპის ვერტმფრენი დაკარგა. 

როგორც ირკვევა საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს 9 ვერტმფრენი ეკუთვნის, მათ ოპერირებას "ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანია "ავიასერვისი" ახდენს. კომპანიის სახელზე რეგისტრირებულია ზუსტად ისეთივე ვერტმფრენები, რომლითაც საქართველო ბორჯომსა და აბასთუმანში აქრობდა ხანძრებს. 

ტაბულამ "ავიასერვისს" მიმართა კითხვით, შეეძლო თუ არა კომპანიას ხანძარში ქვეყნისთვის დახმარება აღმოეჩინა, სადაც გვიპასუხეს, რომ მათი ექვსი ერთეული Mi 8 ავღანეთსა და აფრიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ NATO-ს მისიიდან ვერტმფრენს ვერ გამოიხმობდნენ, რადგანაც ეს კონტრაქტის სერიოზული დარღვევა იქნებოდა, გამოხმობის შემთხვევაში კი ფინანსური სანქციები დაეკისრებოდათ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეესტრის მონაცემებით, ავიასერვისს ხუთი Mi 8, ორი Mi 17, ერთი Eurocopter AS350 და ერთი Eurocopter EC145 ეკუთვნის.

ავიასერვისის კუთვნილი Mi 8

ავიასერვისის კუთვნილი Mi 8
ფოტო: http://aviaservice.biz

Eurocopter EC145 ფოტო სავარაუდოდ ჭორვილაშია გადაღებული


ფოტო: http://aviaservice.biz

კომენტარები