ე.წ კანონიერი ქურდი

შსს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით დაკავებული მ.გ. რუსეთიდან არის დეპორტირებული.

"შსს-ს 1952 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, რუსეთის ფედერაციის მიერ დეპორტირებული მ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა მ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოფრინდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.გ. 1980 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, მიმდიანრეობს. 

კომენტარები