მფრინავი ტაქსი

დუბაის სატრანსპორტო კომპანია მფრინავი ტაქსი-დრონების გამოჩენას აანონსებს

Jon Gambrell / AP

დუბაის სატრანსპორტო კომპანია მფრინავი ტაქსი-დრონების გამოჩენას აანონსებს. მფრინავი ტაქსი დრონები 100 კილოგრამამდე წონის ადამიანის მგზავრობას უზრუნველყოფს და საათში მაქსიმალური 100 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

მფრინავ ტაქსი-დრონებს ჩინური კომპანია “EHang” გამოუშვებს. კომპანიის თანადამფუძნებელი დერეკ ხიონგი ჟურნალ ფორბსთან საუბარში აღნიშნავს, რომ მგზავრებს სერვისის გამოსაყენებლად ფრენის სწავლა არ დასჭირდებათ.

“ისინი, უბრალოდ, ღილაკზე თითის დაჭერით შეძლებენ A პუნქტიდან B პუნქტამდე მფრინავი ტაქსი-დრონით მისვლას" - ამბობს ხიონგი.

მფრინავი ტაქსის სატესტო მოდელის პრეზენტაცია, 2017 წლის 13 თებერვალს, დუბაიში, მსოფლიო სამთავრობო სამიტზე შედგა.

კომენტარები