არჩევნები 2017

ინაშვილი: უნდა შეიქმნას უხუცესთა საბჭო

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ამომრჩევლებს "უხუცესთა საბჭოს" შექმნას პიდრება. ინაშვილის თქმით, მერიამ უხუცესებთან სტრატეგიული საკითხები უნდა შეათანხმონ:

"აუცილებელია შეიქმნას უხუცესთა საბჭო, თბილისელთა საბჭო და სტრატეგიული საკითხები უნდა შეთანხმდეს ამ ხალხთან", - ამბობს ინაშვილი.

ინაშვილი კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის. მას რეფერენდუმების ჩატარება სურს.

"არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა ხორციელდებოდეს თბილისის მერიის მიერ თუ არ იქნება ჩატარებული რეფერენდუმი", - ინაშვილი.

თუმცა საინტერესოა ის გარემოება, რომ ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ეს შეუძლებელია. რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონში (PDF დოკუმენტი) წერია:

"რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე", - შესაბამისად, ინაშვილის დაპირება, რეფერენდუმის თბილისში ჩატარებაზე იურიდიულად შეუძლებელია.

კომენტარები