ე.წ ციანიდის საქმე

ბოტკოველი: წმიდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მღვდელმოქმედებას შეუჩერებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოს ამ ეტაპზე არ სურს განცხადების გაკეთება მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო დასკვნასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ წმიდა სინოდი გიორგი მამალაძეს მღვდელმოქმედებას შეუჩერებს.

„უშუალოდ მამა გიორგის საკითხზე წმინდა სინოდი არ შეიკრიბება, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება, იგი დეკანოზს მღვდელმოქმედებას შეუჩერებს. ჩემთვის უცნობია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა“, - უთხრა ინტერპრესნიუსს ბოტკოველმა.

5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

კომენტარები