ლგბტ უფლებები

კანადამ ჩეჩნეთიდან გამოქცეულ 31 ლგბტ პირს თავშესაფარი მისცა

AFP

ლგბტ პირების წინააღმდეგ ჩეჩნეთში დაწყებული ძალადობის შემდეგ კანადამ 31 გეი და ბისექსუალ ჩეჩენ პირს თავშესაფარი მიანიჭა.

აპრილში გავრცელდა ცნობები ჩეჩნეთში გეი და ბისექსუალი მამაკაცების წინააღმდეგ განხორციელებული უფლებების დარღვევების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია გატაცებების, გაუჩინარებების, წამების და დაკავების ფაქტებზე.

ჩეჩნეთის მთავრობამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ რესპუბლიკაში ლგბტ პირები არ არსებობენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა თქვა: „თუ არიან (ჩეჩნეთში გეი მამაკაცები), წაიყვანეთ ისინი კანადაში.“

კანადაში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ლგბტ პირებს მსოფლიო მასშტაბით ეხმარება თავი დააღწიონ ძალადობას და ჩაგვრას სწორედ ამ პერიოდში დაიწყო პროგრამა, რომელიც გასულ კვირამდე გასაიდუმლოებული იყო, მასში ჩართული პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

კომენტარები