მუსიკა

ჯგუფმა The National-მა ახალი ალბომი გამოუშვა

დღეს, ამერიკული ჯგუფის The National-ის ახალი ალბომი ოფიციალურად გამოვიდა. ალბომს "Sleep Well Beast" ქვია და მასში 12 სიმღერაა.

ჯგუფმა ოთხი სიმღერა ახალი ალბომის ოფიციალურ გამოსვლამდე გაავრცელა. გავრცელებული სიმღერებიდან "The System Only Dreams in Total Darkness"-მა ჯერ-ჯერობით ყველაზე კარგი გამოხმაურებები და შეფასებები მოიპოვა.

ჯგუფისთვის Sleep Well Beast რიგით მეშვიდე ალბომია.

კომენტარები