ე. წ. ციანიდის საქმე

ოხანაშვილი: შორენამ საპატრიარქოში მკითხავთან ერთად ნემსებიანი თოჯინა იპოვა

0 კომენტარი
სოსო ოხანაშვილი

ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების აუდიოჩანაწერის ნაწილში, რომელიც ტელეკომპანია პირველმა მოიპოვა, პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი ყვება, რომ პატრიარქის მდივანმა, შორენა თეთრუაშვილმა მკითხავთან ერთად საპატრიარქოს შენობის სხვენში ნემსებით დაჩხვლეტილი თოჯინა აღმოაჩინა. ონახაშვილის თქმით, ამის შესახებ მას ილია მეორის დაცვის წევრმა, ზურაბ ბუჩუკურმა უთხრა. 

"მინდა მოგახსენოთ პატრიარქის მკითხავის შესახებ. ეს მოხდა ჩემი წამოსვლიდან ერთ კვირაში. ზურა ბუჩუკურმა აღმიწერა ეს სიტუაცია, რომ მკითხავი მიიყვანა შორენამ საპატრიარქოში და იქ რაღაც ჯადოები აღმოაჩინეს. ამ ჯადოს აღმოჩენაში საინტერესო ის იყო, რომ კარები, რომელიც სხვენში იპოვეს, კარი, რომლის გასაღებიც შორენას ქონდა ყოველთვის, რატომღაც ეს გასაღები არ აღმოაჩნდა შორენას და "ბარგალკით" გაიჭრა კარი და იქ იპოვეს რაღაცა თოჯინა რაღაც ნემსებით და ა.შ. და პატრიარქს უთხრა, რომ ამისი ბრალი ყოფილა ყველაფერი, რაც ხდებოდა. და აი ახლა ყველაფერი დალაგდებაო", - ამბობს სოსო ოხანაშვილი

პატრაირქის დაცვის ყოფილი უფროსი 25 ივლისს სასამართლოსთვის სკაიპით მიცემულ ჩვენებაში გველის შხამზეც საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილს "რაღაც წამლის დასამზადებლად სჭირდებოდა". 

"გველის შხამზე შორენას ჩემთვისაც აქვს ნათქვამი, რომ მას ეს სჭირდებოდა რაღაც წამლის დასამზადებლად, რაზეც ჩვენ დავცინეთ, ეს ხომ სასაცილოა. მე ახლა გველის შხამს ვერ ავიღებ და თუ გველს დავიჭერ, თავს მოვაჭრი და შხამი თქვენ გამოუღეთ". 

ოხანაშვილი სასამართლოს უყვება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივანთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა როდესაც თეთრუაშვილმა გაიგო, რომ მამალაძე შეიძლება დაეკავებინათ, ოხანაშვილმა მის"ტირილში ცოტა სიხარულიც დაინახა". 

"გიორგი შორენასთან ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო, კარგად იყვნენ ერთმანეთთან. "დაჟე" დასაცინადაც მქონდა ხოლმე, მამა გიორგი მოდიოდა ხოლმე იქ რაღაც ბრძანების დასაწერად ა.შ, სასაცილო იყო. პირველად დამელაპარაკა გერმანიაში. აი ესე დაიწყო ეს საუბარი: გავიგე, რომ იჭერენო, მაგრამ ამ ტირილში ცოტა სიხარული დავინახე. მომკიდა ხელი და რავიცი და მოკლედ მიშველე და რაღაცა", - ამბობს ოხანაშვილი ტვ პირველის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ეგონათ რეფორმა, მიიღეს რევოლუცია - ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია 150 წლისაა

კომენტარები