ოჯახში ძალადობა

ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, რუსთავში 38 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1979 წელს დაბადებულმა დ.ჯ-მ ცოლზე ფიზიკურად იძალადა. დაზარალებულმა ამის შესახებ პოლიციას აცნობა. 

"ასევე დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება წარსულშიც რამდენჯერმე ჩაიდინა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები