ე.წ ქართველთა მარში

ე.წ ქართველთა მარშის წევრები კახა კალაძის შტაბთან აქციას მართავენ [VIDEO]

ტაბულა

ე.წ ქართველთა მარშის მონაწილეები ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან არიან შეკრებილები. ნეოფაშისტები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების კანონის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც კანონში შეიტანეს, სასოფლო სამეურნეო მიწის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე გადაფორმების შანსს ტოვებს. 

ნეოფაშისტებმა აქცია რუსთაველის მეტროდან დაიწყეს და მათი პირველი სამიზნე ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისისი იყო. ქართველთა მარშის წევრები მიიჩნევენნ, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც "ქვეყნისთვის სახიფათო საქმიანობას" ეწევიან. 

კომენტარები