არჩევნები 2017

ოცნებამ 7.3 მილიონის შემოწირულობა მიიღო - ეს მთლიანი შემოწირულობების 95%-ია

Kakha Kaladze/Fb.com

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" არჩევნების წინ 7.3 მილიონი ლარით გამდიდრდა. ოცნებაზე ყველა პოლიტიკური პარტიის შემოწირულობების 95%-ზე მეტი მოდის.

შემოწირულებების სრული მაჩვენებლები 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ასე გამოიყურება:

  1. ქართული ოცნება - 7 343 993 ლარი
  2. ევროპული საქართველო - 323 675 ლარი
  3. პატრიოტთა ალიანსი - 15 600 ლარი
  4. გირჩი - 15 300 ლარი
  5. ედპ - 12 204 ლარი
  6. ეროვნული ფორუმი - 9 215 ლარი
  7. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 5 432 ლარი
  8. დემოკრატიული მოძრაობა -  900 ლარი
  9. საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია - 434 ლარი
  10. საქართველოს მშვიდობისთვის - 200 ლარი
  11. რესპუბლიკური პარტია - 40 ლარი

ქართული ოცნების შემომწირველები არიან როგორც კერძო კომპანიები ასევე ფიზიკური პირები. საინტერესოა, რომ აგვისტოში ოცნებას შეწირეს იმ კომპანიებმაც, რომლებიც უკვე წლებია ტენდერებს იგებენ. მაგალითად დეპუტატ კახა ოქრიაშვილის კომპანიებმა GMP/PSP-მა ოცნებას 120 000 ლარი გადაურიცხეს. PSP-ს ბოლო წლების განმავლობაში 40 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული, PSP დაზღვევას კი დაახლოებით 60 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული.

ოცნებას 20 000 ლარი ჩაურიცხა კომპანია სამშენებლო კომპანია შარამ, აღნიშნულ კომპანიას ტენდერებში ბოლო წლების განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო.

აუდიტის სამსახურმა ლეიბორისტული პარტია 2 000 ლარით დააჯარიმა, რისი მიზეზიც არის ის, რომ პარტიამ შემოწირულობების დოკუმენტი არ გაასაჯაროვა.

აგვისტოს თვეში განხორციელებული შემომწირველების შესწავლის საფუძველზე აუდიტის სამსახურმა 14 პირი გამოკითხვაზე დაიბარა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული შემოწირულობები კითხვის ნიშნებს აჩენს.  დაბარების მიზანია დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერების დასადასტურებლად.  დაბარებული ფიზიკური პირებიდან 6 „ევროპული საქართველოს“  (ჯამში - 60 300 ლარის შემოწირულებით), ხოლო 8 – „ქართული ოცნების“ (ჯამში - 240 000 ლარის შემოწირულებით) შემომწირველია.

კომენტარები