ობამა

ობამას მიმართვა ახალგაზრდა ლიდერებს მსოფლიოს გარშემო - ფონდი მათ ჩიკაგოში იწვევს

trbimg.com

ოქტომბერში ბარაკ ობამას ახლადდაარსებული ფონდი სამოქალაქო ჩართულობის წამახალისებელ სამიტს უმასპინძლებს ჩიკაგოში. სამიტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ასეულობით ახალგაზრდა ლიდერს ელოდებიან. ობამამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ სამიტზე ახალგაზრდა ლიდერები ერთმანეთს გაიცნობენ, ასევე იდეებსა და გამოცდილებებს გააზიარებენ.

"გვინდა, შთავაგონოთ და გავაძლიეროთ ადამიანები, რომ მსოფლიო შეცვალონ" - თქვა ობამამ.

დაინტერესებულ ახალგაზრდა ლიდერებს შეუძლიათ კონფერენციაზე მოსახვედრად აპლიკაცია ამ ბმულზე შეავსონ.

კომენტარები