განათლება

ჯეჯელავა: ვაბრუნებთ დიდ დასვენებას, ამ დროს დავარიგებთ ვაშლებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ რომ წყნარად მირთმევის საშუალება ჰქონდეთ ბავშვებს ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი დასვენების დროს დარიგდება ვაშლი, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე",- მაესტროსთან საუბარში ამბობს ჯეჯელავა. 

განათლების სამინისტრომ 260 000 ვაშლის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. საპილოტე პროექტის ფარგლებში ვაშლები თბილისის 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაურიგდებათ. სამინისტროს მოთხოვნის მიხედვით მიმწოდებელმა სკოლებს გარეცხილი ვაშლები უნდა მიაწოდოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 000 ლარია.

ვაშლებისთვის დაწესებული მოთხოვნები:

  • თითოული ვაშლი არანაკლებ 150 გრამი;
  • ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი;
  • უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე;
  • პრეტენდენტი უფლებამოსილია, შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური;
  • სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება, ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნველყოს ერთი ჯიშის ვაშლის მიწოდება;
  • სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი;
  • მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში);
  • განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის 11 აგვისტოს წარადგინა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა. საპილოტე პროექტი სექტემბრიდან იმ სკოლებში დაიწყება, რომლებშიც ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს. შესაბამისად, საპილოტე პროექტი 20 ათასამდე ბავშვს ეხება, შემდგომში კი, პროექტი შესაძლოა ყველა სკოლაზე გავრცელდეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები