არჩევნები 2017

რესპუბლიკელებმა ისტორიაში პირველი ღიად ლესბოსელი კანდიდატი წარადგინეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეული წარადგინა, რომელშიც მეორე ადგილს ლგბტქ აქტივისტი და ღიად ლესბოსელი ქალი ნინო ბოლქვაძე იკავებს. ბოლქვაძე იურისტია და უკვე რამდენიმე წელია, რაც ლგბტქ თემებზე მუშაობს. 

პარტიის გადაწყვეტილება საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევნებში კანდიდატად ღიად ლგბტქ თემის წარმომადგენელი წარადგინეს. 

"ნინოს ხედვები ემთხვევა რესპუბლიკური პარტიის ხედვას, ჩვენ ამაყი ვართ, რომ ის ენდო რესპუბლიკურ პარტიას. ის ხედავს თბილისს, როგორც უსაფრთხო ქალაქს და სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს საკრებულოში,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

ნინო ბოლქვაძის გარდა, პარტიის მეორე ხუთეულის წევრები ტრისტან ჯინჭარაძე, თინა გელეყვა, გიორგი ჭაღიაშვილი და გიორგი ჩუბინიძე იქნებიან. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები