არჩევნები 2017

ISFED ცესკოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე რეაგირებას სთხოვს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ყვარელსა და ბათუმში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ცესკოს ორი განცხადებით მიმართავს. 

პირველ შემთხვევაში საქმე ყვარლის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჭიპაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხება, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ჭიპაშვილი ქართული ოცნების ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს მხარს ღიად უჭერს. ფეისბუქ პოსტზე როსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევე მისი ბიოგრაფია და კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები.

მეორე შემთხვევაში საქმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეხება, რომელმაც წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ასევე ფეისბუქი გამოიყენა. სამინისტრომ 12 სექტემბერს ქართული ოცნების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც პარტიის დროშა და ლოგოა გამოყენებული. გარდა ამისა, სამინისტროს გვერდმა გაავრცელა ამავე ღონისძიების წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი ვიდეორგოლი.

კანონი სამართალდამრღვევის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. 

კომენტარები