არჩევნები 2017

გუგავა: ამ ვიდეოს შემხედვარე თუ სიცილით არ გავიგუდე, აუცილებლად მოვალ

ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი საკუთარ facebook-ზე წერს "თუ ამ ვიდეოს შემხედვარე სიცილით არ გავიგუდე აუცილებლად მოვალ". ვიდეო გუშინ შალვა ნათელაშვილის მიერ გუგავას კანდიდატურის წარდგენისას გამოყენებულ ფრაზა "გუგავა მოვას" ეხება.

"ვინმე დაგჩაგრავს? თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, გუგავა მოვა. ავად გახდებით? გუგავა მოვა. ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა. წყალი გასკდება? გუგავა მოვა. გზა გაითხრება? გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იქნება თქვენ გვერდით,"- ასეთი იყო შალვა ნათელაშვილის მიერ გუგავას წარდგენა.

წარდგენას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

სიმღერა "გუგავა მოვა"

კომენტარები